 |
დრო.ჯი – პირველი ქართული სოციალური ქსელი !
დრო.ჯი არის ის ადგილი, სადაც თქვენ შეძლებთ იპოვოთ ბავშვობის მეგობრები, კლასელები, თანაკურსელები, ძველი თანამშრომლები თუ მეგობრები, დამოუკიდებლად იმისაგან, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში იმყოფებიან ისინი.
დრო.ჯი–ზე თქვენ შეგეძლებათ აღადგინოთ ძველი კავშირები, განამტკიცოთ ისინი, გაიცნოთ ახალი და საინტერესო ადამიანები, რომლებიც ოდესღაც თქვენს წარსულს უკავშირდებოდნენ, თუმცა შესაძლოა თქვენ ამის შესახებ არ იცოდით!
დრო.ჯი არის უნიკალური და სასიამოვნო შესაძლებლობა მათთვის, ვისაც თავისუფალი დროის ძველი მეგობრების გარემოცვაში გატარება და ძველი ურთიერთობების აღორძინება სურს.
თუმცა, დრო.ჯი არის უფრო მეტი, ვიდრე დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა: ვებსაიტი მოგემსახურებათ და დაგეხმარებათ თქვენს პროფესიულ საქმიანობაშიც. ვინ შეიძლება აღმოჩნდეს უფრო კარგი თანამშრომელი, სანდო ბიზნეს–პარტნიორი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კოლეგა, თუ არა თქვენი ძველი კლასელი, კურსელი თუ თანამშრომელი, რომლის შესახებაც თქვენ ყველაფერი იცით და რომლის პოვნაც დრო.ჯი–ზე ასე ადვილად და სწრაფად შეიძლება.
დრო.ჯი არის ის სივრცე, რომელშიც თქვენ დროის უკან დაბრუნება შეგიძლიათ! |